პროექტი


პრობლემა, რომელიც უკავშირდება პროექტს

ბეჩოს თემში მოზარდ თაობას არ აქვს საშუალება იცხოვროს  ჯანსაღი ცხოვრების წესით. ამ პროექტის დაფინანსებით ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას, რაშიც ისინი მაქსიმალურად ჩაერთვებიან.

ეს პრობლემა ეხება ბეჩოს თემის ყველა მოზარდს. დაახლოებით 100 მოზარდს.

ჩვენ ვართ ამავე თემის მცხოვრებნი და სწორედ ამიტომ  გვსურს მივცეთ წარმატების  მაგალითი, გვსურს ვიზრუნოთ მომავალ თაობაზე, შეუქმნათ ისეთი პირობები, რისი საშუალებითაც ისინი იცხოვრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.


პროექტის მიზანი

პროექტის მიზანი არის მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადაყვანა, ახალგაზრდობის სპორტში ჩართვა.

დაგეგმილი  საქმიანობები

ინფორმაციის გავრცელება:   ბეჩოს თემის ყველა უბანში გამოვაკრავთ განცხადებას, რომელსაც ექნება დაახლოებით მსგავსი შინაარსი:
”2012 წლის 23/25 აპრილს ბეჩოს საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლეები ვატარებთ კრებას სადაც განიხილება ორი პროექტი ფეხბურთის ტურნირის ჩატარება და ფრენბურთის ტურნირის ჩატარება. გელოდებით 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, გთხოვთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩვენი განცხადება, მობრძანდით რათა ერთად  ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე და დაფიქსიროთ თქვენი აზრი.”
მოსწავლეთა გადაწყვეტილებით შეირჩევა ერთერთი პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ.

ხალხის გამოკითხვა: მოწვეულ ახალგაზრდებს გავაცნობთ ჩვნს პროექტებს(ფეხბურთის ტურნირი და ფრენბურთის ტურნირი), მათგან მოვისმენთ აზრს პროექტების შესახებ, რომელი უფრო მეტად უნდათ. ამის შემდეგ დაურიგდებათ თითო ფურცელი და დააფიქსირებენ თავიანთ აზრს. რისი საშუალებითაც გამოვავლენთ გამარჯვებულ პროექტს.

ინვენტარის შეძენა: 2012 წლის აპრილის ბოლო კვირაში   ქალაქ თბილისში გავემგზავრებით ინვენტარის შესაძენად. ინვენტარის შეძენას მოვანდომებთ წასვლა წამოსვლასთან ერთად  ხუთ დღეს.(მგზავრობის საფასურს ჩვენი ხარჯებით დავფარავთ)

სკოლების მოწვევა შეჯიბრზე: ბეჩოს თემის უახლოესი 7 სოფლის სკოლას წერილობით გავუგზავნით მოწვევას დაახლოებით მსგავსი შინაარსით:
”2012 წლის 31 მაისს ბეჩოს საჯარო სკოლა ატარებს ტურნირს ფრენბურთში ან ფეხბურთში (იმის მიხედვით, რომელი პროექტის განხორიციელებაც გადაწყდება). გიწვევთ მასში მონაწილეობის მისაღებად. დასაწყისი 10 საათზე. მოწვევას გიგზავნით ერთი თვით ადრე,რათა მომზადება შეძლოთ. გისურვებთ წარმატებებს.”

ტურნირისთვის მომზადება: ტურნირისთვის მზადებას, ვარჯიშს დავიწყებთ მხოლოდ და მხოლოდ სკოლებში მოწვევის გაგზავნის შემდეგ, რადგან  ტურნირი ჩატარდეს სამართლიანად. გვინდა ტურნირის ვარჯიში ყველა გუნდმა ერთდროულად  დაიწყოს. გვსურს ყველა გუნდს ჰქონდეს გამარჯვების თანაბარი შანსი.

ხალხისა და ადგილობრივი ხელისუფლების მოწვევა ტურნირზე: ბეჩოს თემის ყველა უბანში გამოვაკრავთ განცხადებას მსგავსი შინაარსით:
”2012 წლის 31 მაისს, ბეჩოს საჯარო სკოლაში იმართება ტურნირი ფრენბურთში ან ფეხბურთში. გიწვევთ ყველას, გთხოვთ მობრძანდეთ და მხარი დაგვიჭიროთ.”

ტურნირის ჩატარება: ტურნირი დაიწყება დილის 10 საათზე. მოწვეული გუნდების მწვრთნელებიდან შეირჩევა ოთხი მსაჯი, რომლებიც იმსაჯებენ სრულიად მიუკერძოებლად. ჩატარდება კენჭისყრა,რისი საშუალებითაც გუნდები დაწყვილდება.ტურნირი შედგება 3 ეტაპისგან:I-ნახევარფინალში გადასასვლელი.II-ფინალში გადასასვლელი და III–ფინალი.

დაჯილდოების ცერემონია: I-II-IIIადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სიგელები. დიდ მადლობას გადავუხდით ყველას მობრძანებისთვის.მოწვეულ სტუმრებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გავმართავთავთ დისკუსიას, მომავალში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება,ორგანიზებაზე. გავაცნობთ მეორე ასე ვთქვათ დამარცხებულ პროექტს და ვთხოვთ თვითმართველობის წარმომადგენლებს დაგვეხმარონ მის განხორციელებაში.