3.6.12

ფრენბურთის ტურნირი ბეჩოში

2012 წლის 31 მაისს CTC–ის ზემო სვანეთის პროექტის  ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობითმხარდაჭერით ჩატარდა ფრენბურთის რაიონული ტურნირი ბეჩოში. 
ტურნირზე მოწვეული იყო 11 სკოლის გუნდი, 
აქედან  მონაწილეობა მიიღო მესტიის რაიონის 7 თემის
ლენჯერის , ნაკრის , ცხუმარის, ეცერის , ბეჩოს , ფარის და სოფ.მაზერის 48 მდე ახალგაზრდამ
ხოლო ტურნირს დაესწრო დაახლოებით 150 ადამიანი .
ტურნირის დროს გათამაშდა გარდამავალი თასი
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, ბეჩოს თემის ახალგაზრდების სახით.
ბეჩოს სკოლის გუნდი  ტურნირს მომავალ წელსაც უმასპინძლებს.

7.5.12

პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო

ამ დროისთვის პროექტის ,, ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე "  განხორციელება დაწყებულია, პროექტის გუნდმა შევასრულეთ შემდეგი საქმიანობები : 
გავავრცელეთ ინფორმაცია, ჩავატარეთ გამოკითხვა ახალგაზრდებში, 
შევიძინეთ ფრენბურთის ინვენტარი და ზემო სვანეთის 7 სკოლას გავუგზავნეთ მოწვევა.
ამ ეტაპზე  ხორციელდება  მოსამზადებელი სამუშაოები , 
ფრენბურთის ტურნირის   ჩატარებისთვის.

ტრენინგი ბლოგის შექმნაში

2012 წლის 7 მაისს ჩატარდა მინი ტრენინგი ბლოგის შექმნაში. ტრენინგი ჩატარდა მესტიის CTC-ის ოფისში.
ტრენინგი ჩაატარა CTC-ის  ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განთლების კომპონენტის კოორდინატორმა ია გურჩიანმა.
ტრენინგს ესწრებოდნენ პროექტის ,,ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე"  წარმომადგენლები: ბექა კვიციანი  და ლერი კვიციანი.
ტრენინგის მიზანი იყო გვესწავლა ბლოგის შექმნა და მართვა. შევქმენით პროექტის ბლოგი,  რომელზეც პერიოდულად დავდებთ ინფორმაციას ჩვენი პროექტის საქმიანობების შესახებ.
ტრენინგი განხორციელდა  CTC-ის პროექტის "ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში.

პროექტის გამარჯვება

3 მარტს  CTC - ის ზემო სვანეთის პროექტის თანამშრომლები მოვიდნენ ბეჩოს საჯარო სკოლაში და გაგვაცნეს ჟიურის შენიშვნები და რეკომენდაციები .
ჟიურის შემოთავაზება იყო გაგვეერთიანებინა პროექტები, რადგან ორივე პროექტის თემა ეხებოდა ცხოვრების ჯანსაღ წესს.
გავითვალისწინეთ ჟიურის რჩევა და  არჩევნების სახით ახალგაზრდებში ჩავატარეთ გამოკითხვა ,  ახალგაზრდებს გავაცანით ორივე პროექტის შინაარსი ,
რის საფუძველზეც ხმათა უმრავლესობით გადაწყდა პროექტი  ,,ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე " წარგვედგინა დასაფინანსებლად მესტიის CTC - ის ოფისში .
ამის შემდეგ ,  გაფორმდა ხელშეკრულება და დავიწყეთ პროექტის განხორციელება .

როგორ დავწერეთ პროექტი

 CTC-პროექტის ,,ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" 
ფარგლებში 2011 წლის დეკემბერში გამოცხადებული იყო მიკრო საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის.
 საგრანტო კონკურსის შესახებ შეგვატყობინა CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ახალგაზრდული და განათლების კომპონენტის კოორდინატორმა ია გურჩიანმა.
 შეხვედრა ჩატარდა ბეჩოს საჯარო სკოლაში,
CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის თანამშრომელმა გაგვაცნო კონკურსის პირობები. 
ამის შემდეგ შევქმენით 2 საინიციატივო ჯგუფი და დავიწყეთ პროექტებზე მუშაობა. ბეჩოს საჯარო სკოლიდან წარვადგინეთ 2 პროექტი.  ორივე პროექტი ეხებოდა ჯანსაღ ცხოვრების წესს .
 2 თებერვალს პროექტები წარვადგინეთ მესტიის CTC-ის ოფისში.